Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესისა და საფაკულტეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 30–ე მუხლის მე–4 ნაწილის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 მარტის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესისა და საუნივერსიტეტო დაფინანსების  კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“  №47/01-01 ბრძანების 1-ლი, მე-2 და მე-8 ნაწილების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 01 მარტის სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“  №29/01-01 ბრძანების მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ფაკულტეტის საბჭოს 2013 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების(ოქმი N6) საფუძველზე,


ვბრძანებ:
1.    2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევა, შეფასება განხორციელდეს სტუდენტთა 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური შედეგების საფუძველზე, რომლებსაც წინა სემესტრში შესრულებული აქვთ მინიმუმ 30 კრედიტი.
2.    უნივერსიტეტის 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხა განაწილდეს 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო პროგრამებზე დარეგისტრირებულ სტუდენტებზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 მარტის N47/01-01 ბრძანების მე-8 პუნქტის „ა“ , „გ“ და „დ“  ქვეპუნქტებით დადგენილი წესის გათვალისწინებით.
3.    2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხის საერთო რაოდენობა გაიყოს ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა საერთო რაოდენობაზე, გარდა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მქონე სტუდენტებისა. მიღებული რაოდენობა გამრავლდეს მიმდინარე სემესტრში სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრირებული სტუდენტების რაოდენობაზე და გადანაწილდეს სამაგისტრო პროგრამების მიხედვით 2012-2013  სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტებზე. 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული მაგისტრანტების შემთხვევაში დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა მოხდეს სპეციალობის გამოცდის ქულის გათვალისწინებით.
4.    წინა პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური შედეგების რეიტინგული მონაცემები (საშუალო არითმეტიკული ქულა) დაანგარიშდეს 100 ქულიანი სისტემით.
5.    დამტკიცდეს 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი საფაკულტეტო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) თეიმურაზ პაპასქირი - დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ბ) ზვიად მურადაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
გ) თინათინ ჩოლოყაშვილი - კანცელარიის უფროსი სპეციალისტი
დ) ლევან ჟორჟოლიანი - სამართლებრივი სპეციალისტი (იურისტ-კონსულტანტი)

6.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
7.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
8.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.





ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  
დეკანი                                                                                         დარეჯან თვალთვაძე